პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია მისი ცოდნა

რა არის ფრჩხილის სოკო?

რა არის ფრჩხილის სოკო?

ფრჩხილის სოკო გადამდები  დაავადებაა,  რომელსაც დერმატოფიტებით ინფიცირება იწვევს. ჩვეულებრივ, მისი  გავრცელება ხდება სველი იატაკის ინფიცირებული არეებიდან, შედარებით  იშვიათად -  დაინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით. შესაბამისად, ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია საცურაო აუზებში, სპორტულ დარბაზებში, საერთო მოხმარების საპირფარეშოებსა და აბანოებში.

რა სიმპტომები ახასიათებს ფრჩხილის სოკოს?

რა  სიმპტომები ახასიათებს ფრჩხილის სოკოს?

მართალია, ფრჩხილის სოკო არ არის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი და დისკომფორტი. ინფიცირებული ადგილები შესაძლოა მტკივნეული გახდეს, განსაკუთრებით - ფეხსაცმელთან კონტაქტის შედეგად. გარდა ამისა, შესაძლოა გქონდეთ ოჯახის წევრების, მეგობრების ან თანამშრომლების დაინფიცირების შიში.

ვის აქვს  ფრჩხილის სოკოთი დაინფიცირების რისკი?

ვის აქვს ფრჩხილის სოკოთი დაინფიცირების რისკი?

ფრჩხილის სოკოთი ინფიცირების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა დიაბეტი, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებები ან ფსორიაზი, განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ფრჩხილის სოკოს განვითარებისადმი, ამასთან ერთად, მემკვიდრეობაც მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს წარმოადგენს.

როგორ გამოვიყენოთ 
ნოვო-ნეილ
 ემტრიქსი?

არ არის საჭირო ქლიბი ან ფრჩხილის ლაქი ან თითის შეფუთვა,
მხოლოდ სამი მარტივი ნაბიჯია:

  • ტუბის თავი დაიდეთ ფრჩხილზე და  მსუბუქად მოუჭირეთ

  • ყველა დაზიანებული ფრჩხილი, ფრჩხილის ქვეშ თავისუფალი არეების ჩათვლით, ხსნარის თხელი ფენით დაფარეთ

  • აცადეთ გაშრობა რამდენიმე წუთი

საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ დღეში ერთხელ საღამოს, ძილის წინ.

HOW TO USE Onychocid® EMTRIX

მკურნალობის ხანგრძლივობა

1-2 კვირა: დაინახავთ პირველ შედეგებს - დეფორმული და უფერული ფრჩხილების თვალსაჩინო გაუმჯობესებას

3-6 თვე: საჭიროების შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობა - ნოვო-ნეილ ემტრიქსი ცვლის ფრჩხილის მიკროგარემოს ისე, რომ ფრჩხილის სოკო ვეღარ ვითარდება

გააგრძელეთ მისი გამოყენება მანამ, სანამ დაზიანებული ფრჩხილის ადგილას ჯანმრთელი არ გაიზრდება*

ფრჩხილის მდგომარეობის შესანარჩუნებლად - ნოვო-ნეილ ემტრიქსი აღადგენს ფრჩხილის ჰიდრატაციას და ამით ინარჩუნებს მას კარგ მდგომარეობაში

ერთი ტუბი საკმარისია 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად სამ ფრჩხილზე გამოყენებისას

*დამოკიდებულია ფრჩხილის საწყის მდგომარეობაზე, დაზიანებისა და გაუფერულების ხარისხზე

გახსოვდეთ: ნოვო-ნეილ ემტრიქსის გამოყენება ნიშნავს:

გადმოწერეთ გამოყენების ინსტრუქცია

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

სამედიცინო  დანიშნულების საშუალება

გაიცემა ურეცეპტოდ


GE_NOV-19-2021_V1_Landing Page

Date of creation: 11.2021